ბათუმის “დინამოს” ორი გამორჩეული ტრანსფერი
ბათუმის “დინამო” სატრანსფერო ფანჯრის დროს ძალიან საინტერესო ტრანსფერს ანხორციელებს.
გუნდმა მათე ცინცაძე და ვაგნერ გონსალვეში დაიმატა. მათემ 2-წლიანი, ხოლო, ვაგნერმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა გუნდთან.
გავრცელებული ცნობით, “დინამო” მოლაპარაკებას ნიგერიის ნაკრების ყოფილ ცენტრალურ მცველთან, გოფდრი ობოაბონასთან აწარმოებს, რომელსაც ნაკრებში 44 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა დიდი პერიოდი ტრავმის გამო გაუცდა. 2016 წელს ფეხბურთელი 2.5 მილიონი ევრო ღირდა.
უდიდესი ალბათობით, ამომავალი ბრაზილიელი ვარსკვლავი, 17 წლის ჟულიო ვინისიუს სოუზა “დინამოში” ითამაშებს. სოუზა “ბაიას” მოთამაშეა და მისით რამდენიმე ევროპული კლუბიც (რომა, ანდერლეხტი) არის დაინტერესებული. ბათუმში ჯოვინო და რამოსი ასპარეზობენ და ჟულიოს ადაპტაცია ნაკლებად გაუჭირდება.
შეიძლება ითქვას, რომ ამ 2 ფეხბურთელის დამატება ქართული ფეხბურთის ბოლოდროინდელი ტრანსფერების გათვალისწინებით, ნამდვილად სუპერტრანსფერებად ჩაითვლება.