ბათუმის “დინამოს” პირველი გამორჩეული ტრანსფერი
ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა “პირველ არხთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ 26 წლის შემტევი ნახევარმცველი ლუკა ზარანდია კარიერას ბათუმში გააგრძელებს.
ბერიძის თქმით, ზარანდია “დინამოს” თურქულ შეკრებაზე გაყვება და კონტრაქტს 1+1 სისტემით გააფორმებს.
ლუკა ბოლოს პოლონურ “კორონაში” თამაშობდა, თუმცა ნოემბერში კონტრაქტი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.
ზარანდია ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლებოდა, მაგრამ ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდა.
მანამდე ბათუმმა უკვე დაადასტურა სერბი მცველის, სტეფან ჰაიდინის, ეგვიპტელი შემტევის, ალექსანდერ იაკობსენის, ბელარუსი მეკარის, ანტონ ჩიჩკანის,18 წლის ნახევარმცველის, მუხრან ბაგრატიონისა და თორნიკე კაპანაძის ტრანსფერები. სინჯებზეა 29 წლის მეკარე ოლექსანდრ ტკაჩენკო. ტკაჩენკო ბოლოს უკრაინულ “ვორსკლაში” ირიცხებოდა.