ბათუმის “დინამოს” უდიდესი შეცდომა, რომელსაც ვერც კი იფიქრებდნენ!
ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის “დინამოდან” “ნაპოლიში” 10 მილიონ ევროდ გადავიდა. ზუსტი ინფორმაცია დღესაც არ არის ცნობილი, მაგრამ ამ თანხიდან უდიდესი ნაწილი ყაზანის “რუბინს” შეხვდა.
სამაგიეროდ, “დინამოს” შეეძლო კონტრაქტში ისეთი პუნქტები შეეტანა, რაც მასაც დიდ ფინანსურ სარგებელს მოუტანდა.
ხელშეკრულებაში ხშირად თვითონ ფეხბურთელების მომავალ მიღწევებებზეც წერენ და თუ მოთამაშემ რომელიმე პრესტიჟული ჯილდო მოიგო ან გარკვეული რაოდენობის გოლი გაიტანა, მაშინ ბონუსსაც იმსახურებენ.
შესაბამისად, თუ “დინამო” კონტრაქტში შეიტანდა, რომ თუ კვარაცხელია მომდევნო სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი ან ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდებოდა, მაშინ გარკვეული ბონუსი ბათუმსაც უნდა მიეღო, ეს დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალება გახდებოდა.
რა თქმა უნდა, ამის წარმოდგენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, მაგრამ როცა კვარა გყავდა…