ბათუმის ქვიშაზე დევებმა იმარჯვეს
გასულ უქმეებზე ბათუმმა ქვიშის რაგბის რიგით მე-9 გათამაშებას უმასპინძლა. ტურნირი 2007 წლიდან საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირის, საქართველოს რაგბის კავშირის და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და მხარდაჭერით იმართება.
წლევანდელ ტურნირში 10-მა სამოყვარულო გუნდმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ‘ბრიტანელმა ბულდოგებმა’, რომლებმაც ბათუმში პირველად შარშან იბურთავეს.
ბათუმი 2015-ის გუნდები
1) ბრიტანელი ბულდოგები
2) ქართველი ბულდოგები
3) მეკობრეები
4) პროკრედიტბანკი
5) ბანკი რესპუბლიკა
6) სპორტის სამინისტრო
7) ვითიბი
8) ლოკომოტივი
9) დევები
10) დევები ვიზარდსი
25 ივლისს ჯგუფური ეტაპი შედგა, რომლის შემდეგ ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ: ბათუმის მეკობრეები, ქართველი ბულდოგები, ბანკი რესპუბლიკა დათბილისის დევები.
26 ივლისს დევებმა ბულდოგებს სძლიეს, ხოლო ბანკმა რესპუბლიკამ ბათუმელ მეკობრეებს. ტურნირის დამაგვირგვინებელ მატჩში კი ‘დევებმა’, საქართველოს ერთ-ერთმა პირველმა რაგბის სამოყვარულო კლუბმა, ‘ბანკი რესპუბლიკის’ 3 ლელოს 4 დაუპირისპირა და 2013 წლის შემდეგ მეორედ დაეუფლა ბათუმის ქვიშის რაგბის ჩემპიონის ტიტულს.
Rugby.GE