ბათუმის სტადიომზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

თარიღი: ივნისი 20, 2018

20 ივნისს, ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ეკონომიკის მინისტრთან და ქალაქის მერთან ერთად ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონს ესტუმრნენ და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

ფეხბურთის ფედერაციის დელეგაციამ, ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და უკვე არსებული პროგრესი შეაფასეს.

“ეს იქნება უმნიშვნელოვანესი მოვლენა არამხოლოდ ბათუმისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, საფეხბურთო სამყაროსთვის. ნამდვილად შთამბეჭდავია ის პროგრესი, რასაც საძირკვლის ჩაყრიდან დღემდე ვხედავთ. პროექტი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. მიხარია, რომ ეს იქნება ბოლო ათწლეულების ერთერთი გამორჩეული მოვლენა, რომელსაც აჭარასთან ერთად მთელი საქართველო ელოდება”, – აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

სტადიონზე ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი სართულის კოლონები აშენდა და მათი გადახურვა დასრულდა 10-დან 9 სექტორში.. ტრიბუნებისთვის განკუთვნილი დახრილი კოჭების 80 % შესრულებულია, დაწყებულია მეორე სართულის კოლონების მოწყობა, რომლის 70 % დასრულებულია. უახლოეს დღეებში იარუსების (სკამების)მოწყობა დაიწყება. პარალელურად მეორე სართულის კოლონების დახურვა უკვე დაწყებულია 4 სექტორში.

სექტემბრიდან სტადიონზე ლითონის კონსტრუქციების სამუშაოები დაიწყება, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს.

სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ეროვნული ლიგის პირველი ტრანსფერი პანდემიის დაწყების შემდეგ

ქუთაისის “ტორპედომ” პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი ტრანსფერი განახორციელა. “ტორპედომ” საჩხერის “ჩიხურადან” ნახე...
წაკითხვა
ფეხბურთი

თემურ ქეცბაიას ორი ქართველი დატოვებს, ორი დაემატება

ფამაგუსტას “ანორთოსისს” მომდევნო სეზონის დაწყებამდე ორი ქართველი დატოვებს და ორიც დაემატება. გავრცელებული ინფორმაციით, გუნდს თავდამსხმელი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთარ კიტეიშვილს მცირე ტრავმა აქვს

გრაცის “შტურმის” ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილს მცირე ტრავმა აქვს და შესაძლოა, ავსტრიის ჩემპიონატის განახლების პირველი მატჩი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგის ყველა გუნდმა ვარჯიში განაახლა

ეროვნული ლიგა 25 ივნისს განახლდება და 10-ვე გუნდმა ვარჯიში უკვე განაახლა. დღეს ვარჯიში 2.5 თვის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძემ თბილისის “დინამოში” შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

გერმანულმა პორტალმა Transfermarkt-მა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე თბილისის “დინამოს” ფეხბურთელად გამოაცხადა. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქეცბაია: “არ მინდა, ის დაჩაგვრა, რაც მე გამოვიარე, სხვა ფეხბურთელებმა იგრძნონ”

კვიპროსული “ანორთოსისის” მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ “ნიუკასლის” რიგებში გატანილი გოლის შემდეგ მისი ლეგენდარული აღნიშვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

წიტაიშვილმა დონეცკის “შახტართან” მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა (ვიდეო)

უკრაინის ჩემპიონატში დონეცკის “შახტარი” საკუთარ მოედანზე კიევის “დინამოს” მასპინძლობს. შეხვედრაში ანგარიში 38-ე წუთზე სტუმართა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კუტალია: “ასეთი რამ აფრიკაშიც არ ხდება!”

30 წლის ქართველი თავდამსხმელი ყოფილ გუნდს, პავლოდარის “ირტიშს” ფიფაში უჩივლებს. ირტიში გაკოტრდა და ყაზახეთის ჩემპიონატს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი მერებაშვილის საგოლე გადაცემა პოლონეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

პოლონეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში პლოცკის “ვისლა” საკუთარ მოედანზე “კორონას” მასპინძლობს. შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახს...
წაკითხვა
ფეხბურთი

სფფ-ის წარმომადგენლებმა ხაშურის მშენებარე სტადიონი მოინახულეს (ვიდეო, ფოტო)

30 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ ხაშურის მუნიციპალიტეტის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 25 ივნისს შეცვლილი ფორმატით განახლდება!

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე მომდევნო კვირის განმავლობაში კრისტალბეთ ეროვნული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში?

გიორგი ქოჩორაშვილი “ლევანტეს” მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა “AS”-ი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ლევან ხარაბაძე “დინამოში” დაბრუნდა

თბილისის “დინამოს” შვეიცარიიდან მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძე დაუბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გუნდის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაკო გვილიამ პოლონეთის თასზე შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)

26 მაისს საფეხბურთო ღონისძიებები განახლდა პოლონეთში. შედგა პოლონეთის თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩი “ლეგნიცასა” და “ლეგიას”...
წაკითხვა
ფეხბურთი

20000 დოლარი თვეში – ჯანო ანანიძე რუსეთში ბრუნდება

დიდი ალბათობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე რუსეთის ჩემპიონატში დაბრუნდება. ჟურნალისტ სერგეი ეგოროვის […]...
წაკითხვა