ბათუმის სტადიონის გახსნა გადაიდო
ბათუმის ახალი სტადიონის გახსნა კორონავირუსის გამო ოქტომბრისთვის გადაიდო. აჭარის მთავრობის დავჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, დღეს არსებული მდგომარეობით სტადიონის გახსნა 12 სექტემბერს ვეღარ მოხერხდება.
“ყველას გვესმის, რომ ბათუმის სტადიონის გახსნას ელის ყველა ბათუმელი და არა მარტო ბათუმელი, ფეხბურთის გულშემატკივრები. სამწუხაროა, რომ დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ მოგვიწევს გადავდოთ სტადიონის საზეიმო გახსნა. შესაბამისად, 12 სექტემბრისთვის ჩვენ ვერ შევძლებთ სტადიონის გახსნას. თუმცა, ყველას ვპირდები, რომ ოქტომბერში, ჩვენ ყველანი ერთად, საზეიმო ვითარებაში შევძლებთ ამ მართლაც ძალიან მაგარი სტადიონის გახსნას. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გადაწყვეტილებაც მიღებულია იმ რისკების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ბათუმში, ქობულეთში. ასევე, ახალი კერები წარმოიშვა ხელვაჩაურში, ასევე ქედაში”, – განაცხადა აჭარის თორნიკე რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ბათუმის “დინამო” თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს.