ბათუმის სტადიონს ესპანური კომპანია ააშენებს
დღეს, ბათუში მომავალი ოლიმპიური სტადიონის 11 სავარაუდო პროექტიდან გამარჯვებული ვარიანტი აირჩიეს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, გამარჯვებულად ესპანური კომპანია IBERPROEX ENGINEERING AND PROJECT MANAGEMENT- ი დაასახელა.
ახალი არენა 20 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილ, ხოლო მისი პროექტირების ღირებულება 650 ათას ლარს არ აღემატება.