ბატი: “ახალწვეულებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ ნიკი ბატმა განაცხადა, რომ ახალწვეულებმა- ანდერ ერერამ და დეილი ბლინდმა მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.
“ჩემი აზრით, დეილი და ანდერი გუნდს მალე შეეწყვნენ. ტრავმის თვალსაზრისით ესპანელს ძალიან არ გაუმართლა, თუმცა მან ორი გოლი გაიტანა, რამოდენიმე საგოლე გადაცემა გააკეთა და შეტევა გააძლიერა.”
“რაც შეეხება დეილის, მას ფლეთჩერისა და კერიკის თვისებები გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ მას ორიენტაცია დაცვისკენ აქვს შეტევაშიც კარგად თამაშობს. ანდერის მსგავსად მანაც დიდი სარგებელი მოუტანა გუნდს.”
“თუმცა, ჩვენი შედეგები სტაბილური არ არის, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო. კლუბში ახალი მწვრთნელი მოვიდა, რომელსაც დრო სჭირდება. მხოლოდ მეოცნებეეები იფიქრებდნენ, რომ ჩვენ პრობლემები არ გვექნებოდა. ძალიან მალე გუნდი სტაბილურობას დაიბრუნებს და ლიგაში კუთვნილ ადგილს დაიკავებს.”-განაცხადა “კლას 92”-ის წევრმა