ბატისტუტა: “თუ იგუაინი ვერ თამაშობს, რატომ არ უნდა მივცეთ შანსი იკარდის?”
“ალბისელესტეს” ყოფილი ვარსკვლავი, გაბრიელ ბატისტუტა თვლის, რომ მაურო იკარდი არგენტინის ნაკრებში თამაშის შანსს იმსახურებს.
“იუვენტუსის” ფორვარდს არგენტინის ნაკრების მაისურით 31 გოლი აქვს გატანილი (68), თუმცა ბოლო დროს თავის გამოჩენა ძალიან უჭირს. ბოლოს მან გოლი პერუს ნაკრებს, ოქტომბრის თვეში გაუტანა.
“ცხრიანის” პოზიციაზე იმ ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს, რომელიც გოლების გატანას შეძლებს.
იგუაინი, როგორც ფეხბურთელი ძალიან მომწონს. მაგრამ, საუბედუროს ნაკრებში ის ისევე კარგად ვერ გამოიყურება, როგორც ევროპაში.
“იუვეში” ის ბრწყინვალედ გამოდის, ბევრი ტიტულისთვისაც იბრძვის, მაგრამ თუ მას დასვენება სჭირდება, რატომ არ უნდა მივცეთ შანსი იკარდის?
ეს ნაკრებია და არა კლუბი, გადაწყვეტილებები აწმყოზე დაკვირვებით უნდა მივიღოთ,” – აცხადებს ბატისტუტა.