ბატშუაი მეტ სათამაშო დროს ითხოვს
ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი თავდამსხმელი, მიში ბატშუაი აცხადებს, რომ 2017/18 წლების სეზონში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას ვეღარ აიტანს და საჭიროების შემთხვევაში მზადაა, კლუბიც დატოვოს.
“ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მეტი სათამაშო დრო მჭირდება, გოლები უნდა გავიტანო – მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატია, ამ ტურნირისთვის მზად უნად ვიყო.
არაფრის მოთხოვნას არ ვაპირებ, მე მათ მოვუსმენ. ისინი არიან უფროსები და არა მე. შემდეგ კი ყველაფერს ჩემს აგენტთან და მეგობრებთან განვიხილავ,” – აცხადებს 23 წლის ბელგიელი ფეხბურთელი.