ბაუმგარტლინგერი: “საქართველოს ნაკრები საკმაოდ დალაგებული გუნდია”
ავსტრიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, იულიან ბამგარტლინგერმა საქართველოს ნაკრებთან გასამართი შეხვედრის წინა დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“გუნდი ახალ ციკლს იწყებს. ვფიქრობ, ჩვენი ნაკრებისათვის ახალი ერა დაიწყო, ყველანი მზად ვართ. გუნდის ახალი კაპიტანი ვარ, რაც ჩემთვის დიდი გამოწვევაა.
წინა ციკლში სტუმრად კარგად ვთამაშობდით და ახლაც ჩვენი მიზანი ესაა. საქართველოს ნაკრები საკმაოდ დალაგებული გუნდია, რომელიც დაცვაშიც და შეტევაშიც სერიოზული ძალაა.
მიმაჩნია, რომ მსოფლიოში რამდენიმე ნაკრებია, რომელსაც დიდ გუნდად მოვიხსენიებდი, მათ დიდი მიღწევები გააჩნიათ. რაც შეგვეხება ჩვენ, სწორ გზას ვადგავართ. თუ სტაბილურად კარგად ვითამაშებთ, მაშინ ჩენ შეგვეძლება, რომ დიდი გუნდი გავხდეთ.”
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებებს შორის მატჩი 5 სექტემბერს “დინამო არენაზე” გაიმათება.