ბავშვთა გუნდების მატჩში მშობლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
მექსიკაში ბავშვთა გუნდებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას ტრიბუნაზე ბავშვების მშობლები და ნათესავები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი პატარა ქალაქ ალამოსის მახლობლად მოხდა. ჩხუბის მონაწილეები ერთმანეთის წინააღმდეგ ქოლგებსა და სხვადასხვა საგნებს იყენებდნენ. ჩხუბის დაწყებისთანავე მთავარმა არბიტრმა მატჩი შეაჩერა, თუმცა ინციდენტის მონაწილეები ვერც მისი სასტვენის ხმამ და ვერც საკუთარი შვილების თხოვნამ ვერ დააშოშმინა. ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
Se arma la cámara húngara entre padres de familia, durante un partido de fútbol de niños en el deportivo de Jardín Santiago Felipe Xicoténcatl de la colonia Álamos, en @BJAlcaldia; el encuentro futbolístico tuvo que ser suspendido.
“¡Qué bonita familia…”#Video 🎥👇🏽 pic.twitter.com/a8MR2mrQrX— JORGE BECERRIL JB/8 (@MrElDiablo8) 9 July 2019