“ბაიერნმა” “ბენფიკა” მინიმალური უპირატესობით დაამარცხა (ვიდეო)

თარიღი: აპრილი 6, 2016

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მიუნხენის “ბაიერნმა” “ალიანც არენაზე” ლისაბონის “ბენფიკა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-2 წუთზე გავიდა, როდესაც ხუან ბერნატის ჩაწოდების შემდეგ თავით არტურო ვიდალმა ითამაშა. სტუმრებმა გონს მოსვლა მალევე მოახერხეს და თამაში მოედნის ცენტრში გადაიტანეს, ტაიმის ბოლოს კი რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა გოლის გარეშე.

შეხვედრის მეორე ნახევარში პორტუგალიელები აქტიური პრესინგის გამოყენებას ცდილობდნენ და რამდენჯერმე ხელსაყრელი შანსიც მიეცათ, თუმცა მომენტების გამოყენება ვერ შეძლეს. ბავარიელებს უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, ყველაზე კარგი შანსი კი რობერტ ლევანდოვსკის ჰქონდა, რომელმაც მეკარესთან პირისპირ ყოფნისას დარტყმის ნაცვლად ფილიპ ლამისთვის პასის გაკეთება არჩია, თუმცა პოლონელს გადაცემა არ გამოუვიდა.

წყვილის განმეორებითი მატჩი “და ლუჟზე” 13 აპრილს შედგება.

ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (პირველი მატჩი)
“ბაიერნი” — “ბენფიკა” 1:0 (1:0)

ბაიერნი“: ნოიერი, ლამი, კიმიხი (ხავი მარტინესი 60′), ალაბა, ხუან ბერნატი, ვიდალი, დუგლას კოსტა (კომანი 70′), მიულერი (გიოტცე 85′), ტიაგო ალკანტარა, რიბერი, ლევანდოვსკი.
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.
ბენფიკა“: ედერსონ მორაესი, ანდრე ალმეიდა, ლინდელეფი, ჟარდელი, ელიზეუ, პიცი (სამარისი 90+1′), ფეისა, რენატო სანჩესი, გაიტანი, მიტროღლუ (ხიმენესი 70′), ჟონასი (სალვიო 83′).
მთავარი მწვრთნელი: რუი ვიტორია.
გოლი: ვიდალი 2′.
გაფრთხილებები: რიბერი 22′, ბერნატი 42′ — ჟონასი 58′, ლინდელეფი 62′.
მთავარი მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი).

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

10 მცველი, რომელმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა

ესპანურმა გამოცემა AS-მა დაასახელა მცველები, რომლებმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი გოლის გატანა შეძლეს. გთავაზობთ ათეულს: […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ შეხვდება “ლანჩხუთს” – ოთხი სავარაუდო მეტოქე ცნობილია

ხვალ ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ოთხამდე შემცირდა იმ გუნდების სია, რომლებიც, შესაძლოა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძის მორიგი გოლი უნგრეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

ბუდუ ზივზივაძის გოლი “დიოშდიორის” კარში იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

მწვრთნელმა ჰოლანდი გააბრაზა: “შემცვალა და მკითხა, რამდენი გოლი გაიტანეო”

“ჰერტასთან” მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების (5:2) შემდეგ, პოკერის ავტორმა ერლინგ ჰოლანდმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. ̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰოლანდმა უვე ზეელერის რეკორდი დაამხო

დორტმუნდის “ბორუსიამ” ბუნდესლიგის მერვე ტურში “ჰერტა” ანგარიშით 5:2 გაანადგურა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკომ” “ბარსელონა” დაამარცხა (ვიდეო)

21 ნოემბერს ესპანეთის ლა ლიგის მეათე ტურის მატჩი შედგა მადრიდის “ატლეტიკოსა” და კატალონიურ “ბარსელონას” შორის. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი გოლი გაუტანა კარასკომ “ბარსელონას” (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Carrasco goal vs Barcelona Ter stegen with a big mistake 😳 pic.twitter.com/SmxgGxlvRx — […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტოტენჰემმა” საკუთარ კედლებში “მანჩესტერ სიტი” დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის ცენტრალურ მატჩს ლონდონმა უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები დაუპირისპირდნენ. ჟოზე მოურინიოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლევერკუზენის” მეკარის კურიოზული ავტოგოლი ბუნდესლიგის მატჩში (ვიდეო)

ლუკაშ გრადეცკის ავტოგოლი “არმინიასთან” მატჩში იხილეთ ვიდეო Own goal of the century by Bayer Leverkusen […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი გოლი გავიდა (ვიდეო)

ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი გატანილი გოლის ავტორი გიორგი ნიქაბაძე გახდა. ბათუმის “დინამოს” თავდამსხმელმა გორის “დილასთან” [...
წაკითხვა
ფეხბურთი

კორონაპანდემიის მიუხედავად, წელს ფიფას საუკეთესო ფეხბურთელთა დაჯილდოება ჩატარდება

კორონავირუსული პანდემიის მიუხედავად, ფიფას საუკეთესო ფეხბურთელთა დაჯილდოების ცერემონია მაინც შედგება, თუმცა მას ონლაინღონისძიების სახე ექნება. [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ემოციური მომენტი – ხატია ჭყონიამ გოლი გარდაცვლილი დისშვილის ხსოვნას მიუძღვნა (ვიდეო)

19 ნოემბერს ქალთა საფეხბურთო კლუბმა “ლანჩხუთმა” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად რუმინული “კლუჟი” 0:1 [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლანჩხუთი” ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში გავიდა! (ვიდეო)

ისტორია დაიწერა – ქალთა საფეხბურთო კლუბი “ლანჩხუთი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ჩემპიონთა ლიგის მეორე […]...
წაკითხვა