Sky Sports: საფრანგეთში ჩრდილო ირლანდიელი გულშემატკივარი გარდაიცვალა
ჩრდილოეთ ირლანდიელი ფეხბურთის გულშემატკივარი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გარდაიცვალა, როდესაც ხალხის ბრბოს გარშემო მყოფი გალავნიდან გადავარდა. გულშემატკივარი თავით დაეცა ქვიან ზედაპირზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.
ეს უკანასკნელი პირველი გარდაცვლილი ქომაგია ევრო 2016-ის მიმდინარეობისას. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ ბევრი იყო შეტაკებები ფანებს შორის, რის დროსაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი დაზიანდა.
” გამომძიებლები თვლიან, რომ ეს შემთხვევითობა იყო”, განაცხადა პოლიციის უფროსმა. პოლიციელთა ცნობით გარდაცვლილი 24 წლის იყო, თუმცა მის სახელსა და გვარს ჯერ არ ახმაურებენ. ასევე ცნობილია ისიც, რომ სიკვდილის დროს ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.