ბეილი: „არ გაგვიმართლა, რადგან რამდენიმე პენალტი დავიმსახურეთ“
„რეალის“ მცველმა გარეთ ბეილმა „მანჩესტერ სიტისთან“ უგოლოდ დასრულიბული მატჩის შესახებ ისაუბრა.
„კარის მშრალად შენახვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გოლის გატანაზე უარი არ გვითქვამს, თუმცა ეს ვერ გამოგვივიდა. თამაში ჩაკეტილი იყო, რაზეც მატჩის დასაწყისამდე ვისაუბრე.
მეორე ტაიმში გუნდები უფრო რისკავდნენ. არ გავიმართლა, რადგან რამდენიმე პენალტი დავიმსახურეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, „რეალის“ თავისი გამოსვლით კმაყოფილია და საპასუხო შეხვედრის მოლოდინშია.
კომპანიმ ერთ-ერთ ეპიზოდში თამაშის წესი დაარღვია, მსაჯს ის არ დაუსჯია, თუმცა რისი გაკეთება შეგვიძლია?
არამგონია, რონალდუს არყოფნას ჩვენზე ემოქმედა. ამის შესახებ დღის მეორე ნახევარში გავიგეთ, იმ მომენტისთვის ბენზემას პრობლემებზეც ვიცოდით. ფეხბურთელებმა, რომლებმაც ისინი შეცვალეს, დიდი სამუშაო შეასრულეს“, – „BT Sport“-ზე დაყრდნობით ბეილს „Football Espana“ ციტირებს.
„რეალსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის გნამეორებითი შეხვედრა „სანტიანო ბერნაბეუზე“ ოთხ მაისს შედგება.