ბეილი: “იმისთვის, რომ კარდიფში მეთამაშა, დღე-ღამეში 12 საათს ვვარჯიშობდი”
გარეთ ბეილს გასული სეზონი, ფაქტობრივად, ჩაუვარდა. მადრიდის “რეალის” ვარკსვლავმა საკმაოდ დიდი ხანი გაატარა ლაზარეთში და მოედანს მხოლოდ სეზონის ბოლოს დაუბრუნდა.
უელსელმა, რომელიც ამჟამად გუნდთან ერთად წინასასეზონო სამზადისს გადის, Marca-სთან ისაუბრა.
“სეზონისთვის მზადება ყოველთვის რთულია. ახლაც დიდ დატვირთვას ვღებულობთ, რათა მალე ჩავდგეთ სათანადო ფორმაში.”
“პირადად მე, მუხლის არეში ნამდვილად აღარ ვგრძნობ ტკივილებს. აღდგენითი პროცესი კარგად გავიარე და ახლა მშვენივრად ვარ. შარშან რთული პერიოდი მქონდა, ოპერაციის შემდეგ ბევრი მუშაობა მომიხდა, რომ ლაზარეთიდან გამოვსულიყავი და ფორმაში ჩავმდგარიყავი. ბედნიერი ვარ, რომ ახლა გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და მთლიან წინასასეზონო სამზადისს გავივლი.”
“ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩემი ქვეყნის დედაქაალქში ჩატარდა. თავს ვალდებულად ვგრძნობდი, რომ მინიმუმ სათადარიგოთა სკამზე ვმჯდარიყავი. ფინალამდე ექვსი კვირით ადრე სრული დატვირთვით დავიწყე ვარჯიში. იმისთვის, რომ კარდიფში მეთამაშა, დღე-ღამეში 12 საათს ვმუშაობდი. საბოლოოდ, ამან შედეგი გამოიღო. კარდიფში ასპარეზობა ჩემთვის დიდი ჯილდო იყო.”
“ახალი სეზონისგან იმას ველი, რომ, პირველ რიგში, მას ასი პროცენტით მომზადებული შევხვდები. როცა გაზაფხულში დავბრუნდი, მაშინ მხოლოდ 50%-ით ვიყავი მზად. ვცდილობდი, სიტუაცია გამეუმჯობესებინა, თუმცა მუხლი მაინც მაწუხებდა. ახლა, ჩემი მთავარი მიზანი “რეალისთვის” ბოლოდე დახარჯვა და დიდი მიზნების მიღწევაა,” – განაცხადა გარეთმა.