ბეილი: “ოცნება ამიხდა”
მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა გარეტ ბეილმა “ატლეტიკოსთან” გამართული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მას ოცნება აუხდა.
შეგახსენებთ, რომ 24 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით ტაიმებში კი, “სამეფო კლუბის” ფეხბურთელებმა უკეთ ითამაშეს და მეტოქის კარი სამჯერ აიღეს. ერთი გოლის გატანა ბეილმაც მოახერხა.
“ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. გამონაკლისი არც მე ვარ, ამიტომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ოცნება ავიხდინე და ჩემპიონთა ლიგის თასს დავეუფლე. “ატლეტიკო” მართლაც ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ”, – ამბობს ბეილი.