ბეილი: “რამდენიმე კვირა მჭირდება, რომ 100%-ით მზად ვიყო”
დღეს მადრიდის “რეალმა” პრიმერა დივიზიონის 23-ე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე “ესპანიოლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა. მატჩის 71-ე წუთზე ალვარო მორატას ნაცვლად მოედნაზე გარეთ ბეილი შევიდა. უელსელს, ტრავმის გამო, ნოემბრის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები. 83-ე წუთზე მან მეორე გოლის გატანა შეძლო.
დაპირისპირების შემდეგ, გარეთმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“სამთვიანი რეაბილიტაციის კურსის შემდეგ, მოედანს დავუბრუნდი და გოლიც გავიტანე. ამ მომენტში თავს შესანიშნავად ვგრძნობ.”
“იმისათვის, რომ 100%-ით მზად ვიყო, რამდენიმე კვირა მჭირდება.”
“ამ დროის მანძილზე ლაზარეთში ყოფნა რთული იყო. თუმცა, მთავარია, რომ გუნდი იგებდა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ორივე ტიტულის მოგება გვინდა და ამაში დიდი წვლილის შეტანა მსურს.”
27 წლის ფეხბურთელს ფანების მხარდაჭერაზე ჰკითხეს.
“ამ დაპირისპირებაში გულშემატკივრები დაუჯერებლად აქტიურნი იყვნენ. როცა მოედანზე შევედი, ისინი აპლოდისმენტებით შემხვდნენ. მათი მხარდაჭერა ვიგრძენი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” – განაცხადა უელსელმა.