ბეილი “რეალის” ლეგიონერ ბომბარდირთა სიაში რონალდოს დაეწია
მადრიდის “რეალის” უელსელმა გარემარბმა, გარეტ ბეილმა, ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონის მესამე ტურის მატჩში თავი გამოიჩინა. “ტოტენჰემის” ყოფილმა ფეხბურთელმა “ვილიარეალის” კარში დუბლის გაფორმება შეძლო (2:2).
უელსელი შემტევისთვის ეს 103-ე და 104-ე გოლები იყო მადრიდული კლუბის მაისურით. ამ მაჩვენებლით ბეილი ბრაზილიელ რონალდოს დაეწია, რომელიც მეშვიდე ადგილს იკავებს “რეალის” ლეგიონერ ბომბარდირთა სიაში მეშვიდე ადგილს იკავებს.
მეექვსე ადგილზე გონსალო იგუაინია 121 გატანილი გოლით, სიას კი კრიშტიანუ ორნალდუ ლიდერობს 450 გოლით.
2-2 Villarreal-Madrid Minuto 85. Otro gol de Bale.
Máximos goleadores extranjeros del Madrid:
450 Cristiano
308 Di Stéfano
241 Puskás
224 Benzema
208 Hugo Sánchez
121 Higuaín
104 Ronaldo y BALE— Pedro Martin (@pedritonumeros) September 1, 2019