ბეილი: “რეალში” გადმოსვლა სწორი არჩევანი იყო”

თარიღი: აგვისტო 28, 2014

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი გარეტ ბეილი აცხადებს, რომ მან “სამეფო კლუბში” გადასვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ უელსელი შემტევი “რეალში” გასულ სეზონში ლონდონის “ტოტენჰემიდან” 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

“რეალში” გადმოსვლით სწორი გადაწყვეტილება მივიღე. გასულ სეზონში ორი ტიტული მოვიგე, ცოტა ხნის წინ კი უეფას სუპერთასსაც დავეუფლე. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს და ვფიქრობ, კიდევ არაერთ წარმატებას მივაღწევთ”, – ამბობს ბეილი.

მსგავსი სიახლეები