ბეილი: „რონალდუ „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“

თარიღი: ნოემბერი 24, 2013

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი გარეთ ბეილი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე წელს „ოქროს ბურთს“ მისი თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუ მოიპოვებს.

„ვფიქრობ, რონალდუ – მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა და მის გვერდით არავის დაყენება შეიძლება. კრიშტიანუ „ოქროს ბურთს“ იმსახურებს. თავისი თამაშითა და გოლებით იგი ამტკიცებს, რომ ამჟამად პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია. მისი გოლების რაოდენობა ყველაფერზე მეტყველებს“, – განაცხადა უელსელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მსგავსი სიახლეები