ბეილი: “შეცვლილი რონალდუც ძალიან კარგია”
მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა, გარეთ ბეილმა მის პორტუგალიელ თანაგუნდელზე, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. უელსელის თქმით, 32 წლის სპორტსმენმა სათამაშო როლი, ასაკის მატებასთან ერთად, შეიცვალა, თუმცა ის მაინც ძალიან კარგია.
“ჩვენ ერთმანეთს მშვენივრად ვეწყობით. მე და რონალდუმ, ერთად თამაშის დროს, გავიტანეთ ბევრი გოლი, ერთმანეთს ბევრი საგოლე გადაცემაც გავუკეთეთ და ორჯერ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა.”
“ის შესანიშნავ ფრომაშია, თუმცა გუნდში მისი როლი ცოტათი შეიცვალა. ახლა იგი უფრო თავდასხმაზეა ორიენტირებული. როცა რონალდუ “მანჩესტერში” თამაშობდა, ხშირად ვხედავდით მის დრიბლინგებს, თამაშის სიღრმიდან გამწვავებას და ასე შემდეგ.”
“ახლა კრიშტიანუმ მისი თამაშის სტილი შეცვალა. ის ძალიან ეფექტურია საჯარიმოში, იტანს ბევრს, ეხმარება თანაგუნდელებს და ზოგადად გუნდს შედეგის მიღწევაში. ასე რომ, მიუხედავად ყველა ცვლილებისა, ის მაინც ძალიან კარგია,” – განაცხადა გარეთმა.