ბეილი: “ტიტულების მოგება მინდა და არა “ოქროს ბურთის”
უელსელი შემტევი ნახევარმცველი თავის სურვილებზე საუბრობს.
მოგეხსენებათ, პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს ცუდი თამაშის გამო კვლავ აკრიტიკებენ.
“მესმის, რას შემიძლია მივაღწიო, რადგან ვიცი, რა შემიძლია. “ოქროს ბურთის” მოპოვება ჩემი მიზანი არაა. პირველ რიგში, გუნდთან ერთად ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს”, – აცხადებს გარეტ ბეილი.
“როდესაც ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მივიღე, დასაწყისში ამაზე არც კი მიფიქრია”.
“უბრალოდ უნდა ითამაშო, ითამაშო მაქსიმალურად და ეცადო, რაც შეიძლება მეტი გაიტანო და მეტი საგოლე პასი გააკეთო. შემდეგ კი ვნახავთ, რა იქნება სეზონის ბოლოს”.
“ზოგიერი მოთამაშე “ოქროს ბურთის” მოპოვების სურვილით მართლაც არის შეპყრობილი. თუმცა, მე ეს არ მეხება. ჩემთვის ტიტულების მოგება უფრო მნიშვნელოვაინა. ინდივიდუალური ჯილდოები – ეს უბრალოდ დიდი პრემიაა”, – დაასრულა უელსელმა.