ბეილი, ზიდანის სურვილით, არც “ლას პალმასთან” და არც ორ სანაკრებო მატჩში ითამაშებს
ხვალ მადრიდის “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში “ლას პალმასს” მიიღებს. აღნიშნული მატჩისთვის განაცხადი უკვე დაასახელა “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა. მასში არაა გარეთ ბეილი.
უელსელ შემტევს რამდენიმე კვირაა, რაც ტრავმა აქვს. მან დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა, თუმცა ფრანგი სპეციალისტის გადაწყვეტილებით ხვალ მაინც არ გავა მოედანზე. ამავე დროს, მისი სურვილით, გარეთი არც მომავალი კვირის სანაკრებო პაუზაზე დაემხარება უელსის ეროვნულ გუნდს, რომელიც, თავის მხრივ, საფრანგეთსა და პანამას დაუპირისპირდება.
“ბეილი ხვალ არ ითამაშებს. ის განაცხადში არ შევიყვანე. ასევე, იგი არც საკუთარი ქვეყნის ნაკრებს დაეხმარება. ახლა მან ორი ვარჯიში თავიდან ბოლომდე ჩაატარა. ჩვენი სურვილია, ბეილი, რაც შეიძლება, მალე დაგვიბრუნდეს,” – აცხადებს “ზიზუ”.