ბეილის ჰეთ-ტრიკმა “რეალი” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა (ვიდეო)
19 დეკემბერს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის მატჩში მადრიდის “რეალი” იაპონურ “კასიმა ანთლერს” დაუპირისპირდა, რომელმაც მანამდე “გუადალახარას” გამოთიშვა შეძლო ტურნირიდან.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა მადრიდელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, იაპონელები კი თავიანთ შანსებს ელოდნენ და მაქსიმალურად ცდილობენ “სამეფო კლუბისთვის” ზიანის მიყენებას.
ანგარიში შეხვედრის 44-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც “ბლანკოსის” მრავალსვლიანი კომბინაცია გარეტ ბეილმა დააგვირგვინა. 53′ და 55′ წუთებზე ბეილმა თავისი მეორე და მესამე გოლები გაიტანა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. მატჩის მიწურულს პრესტიჟის გოლის გატანა “ანთლერსის” რვა ნომერმა, დოიმ, შეძლო – 1:3.
ასე რომ, მადრიდის “რეალი” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია და შეეცდება ისტორია დაწეროს ამ ტურნირის ზედიზედ მესამედ მოგებით.