ბეილის თითოეული მატჩი “რეალს” მილიონ ევროზე მეტი დაუჯდა
ესპანური გამოცემა As საკმაოდ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მადრიდულ გრანდს გარეთ ბეილის მიერ ჩატარებული თითოეული მატჩი 1 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდა.
როგორც იცით, “ბლანკოსმა” უელსელი ფეხბურთელი 2013 წლის პირველ იანვარს დაიმატა და მასში 100,7 მილიონი ევრო გადაიხადა. იმ დროს ეს რეკორდული რაოდენობის თანხა იყო, რომელიც ერთი ფეხბურთელის ტრანსფერში იქნა გადახდილი.
უკვე ოთხი წელია, რაც ბეილი “სანტიაგო ბერნაბეუზე” ბინადრობს და ამ დროის მანძილზე “რეალმა” მას ხელფასის სახით 67,9 მილიონი ევრო გადაუხადა. ტრავმების გამო, ბეილმა ამ ოთხ წელში მხოლოდ 159 მატჩის ჩატარება შეძლო. გამოდის, რომ ბეილის თითოეული მატჩი “რეალს” 1 მილიონ 60 ათას 377 ევრო დაუჯდა.
ბუნებრივია, ბეილი “რეალის” მიერ გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს და ამიტომაც, საკმაოდ დიდია შანსი, რომ ზაფხულში მან კლუბი შეიცვალოს.