ბეიუკაღა გაჯიევი: “ხვალ უძლიერესი გაიმარჯვებს”
საჩხერის “ჩიხურასთან” გასამრთ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეროებითი მატჩის წინ, ბაქოს “ნეფთჩის” მთავარმა მწვრთნელმა ბეიუკაღა გაჯიევმა გუნდების შანსებზე ისაუბრა.
ბეიუკაღა გაჯიევი (ნეფთჩის მთავარი მწვრთნელი): “მოგესალმებით, ჩემთვის სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა. თბილისი და საქართველო ჩემთვის მშობლიური ქვეყანაა. ახალგაზრდობაში საქართველოში ვთამაშობდი.
აზერბაიჯანში საკმაოდ ბევრი ქართველი სპეციალისტი მუშაობს. მაგალითად კახა ცხადაძე და გიორგი ჩიხრაძე, რაც იმის ნიშანია, რომ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობაა.
ხვალ ნამდვილი საფეხბურთო შოუს მოლოდინში ვარ. “ჩიხურა” ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. საჩხერელები ძირითადად დაცვაზე არიან ორიენტირებულები. ჩვენთვის კი ყველაზე კარგი დაცვა თავდასხმაა.
ფეხბურთელი რობოტი არ არის და მას შეცდომის დაშვების უფლება აქვს. “ჩიხურას” შემადგენლობაში ვარსკვლავები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენ სხვანაირად ვითამაშებდით, თუმცა “ნეფთჩი” ევროპული დონის გუნდია.
ჩვენ მეტოქის მაჩების საფუძვლიანი ანალიზი ჩავატარეთ. “ჩიხურა” ძლიერი და საშიში მეტოქეეა, რასასც “ბურსასპორის” დამარცხებაც ადასტურებს. ხვალ უძლიერესი გაიმარჯვებს.”