ბეკენბაუერი: “მესი, რონალდუ და მიულერი ინგლისში არ გადავლენ”
ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი თვლის, რომ ფული საუკეთესო ფეხბურთელების გადაბირების საშუალება არ არის.
მოგეხსენებათ, სტატისტიკურად ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდები დღესდღეობით იმაზე 70%-ით მეტს ხარჯავენ, ვიდრე ადრე. ეს ხუთ მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტია. მიუხედავად ამისა, ასეთი თანხები საკმარისი არაა იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების გადაბირება მოახერხოს, ყოველ შემთხვევაში ასე თვლის ფრანც ბეკენბაუერი.
“მხოლოდ გერმანიასა და ესპანეთს შეუძლია, ჰყავდეს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები თავის ჩემპიონატში. ფული ისეთი მოთამაშეების ცდუნებას ვერ მოიპოვებს, როგორებიც ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ტომას მიულერი არიან”, – აცხადებს ბეკენბაუერი.
“ბაიერნი” თამაშს თანდათან უფრო აუმჯობესებს. ხოსეპ გუარდიოლას ჯერ კიდევ არ გადაუწყვიტავს, დარჩება თუ არა. პირადად მე მსურს, რომ დარჩეს და გააგრძელოს კლუბთან ერთად მუშაობა”.