ბეკენბაუერი: „რიბერი და ბოატენგი „ბაიერნს“ სახელს უფუჭებენ“
ფრანც ბეკენბაუერი ფრანკ რიბერისა და ჯერომ ბოატენგის ქმედებებით უკმაყოფილოა. მისი აზრით, ორივე ფეხბურთელმა მოედანზე ემოციების გამოვლინებისგან თავი უნდა შეიკავოს.
„რიბერის წინააღმდეგ უხეშად ხშირად თამაშობენ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან თავი არ უნდა შეიკავოს. არ აქვს მნიშვნელობა, მას ხშირად პროვოცირებენ თუ არა. მეტოქეებმა უკვე იციან, რომ ფრანკი ასეთ მომენტებზე ყოველთვის რეაგირებს. იგივე ბოატენგსაც ეხება. მათთან ამ საკითხზე საუბარი აუცილებელია, რადგან ასეთი ქმებედებებით ისინი „ბაიერნს“ ზიანს აყენებენ“, – განაცხადა ბეკენბაუერმა.