ბელერინმა “ბარსელონაში” ტრანსფერი ორიგინალურად უარყო
უცხოურ მედიაში გავრცელებული ცნობის თანახმად, ლონდონის “არსენალის” მცველი ექტორ ბელერინი მალე “ბარსელონას” შეუერთდება, მაგრამ 22 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით ორიგინალურად უარყო.
“არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც კითხულობთ”, – დაწერა საკუთარ მიკრობლოგზე ბელერინმა.
ცნობისთვის, ექტორ ბელერინსა და ლონდონის “არსენალს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის 30 ივნისს გასდის.