ბელერინი: “იბრას წასვლა “პსჟს” დიდად არ დატყობია”

თარიღი: სექტემბერი 13, 2016

ლონდონის “არსენალის” მცველმა, ჰექტორ ბელერინმა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით პარიზში გასამართ მატჩზე ისაუბრა, სადაც ადგილობრივი “პსჟ” “მეთოფეებს” შეერკინება.

“მათ ძალიან ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავთ. ვფიქრობ, რომ იბრაჰიმოვიჩის წასვლა გუნდს დიდად არ დატყობია. მათ დიდებული შემტევი ტრიო ჰყავთ. თითოეული მათგანი ძალზედ სახიფათოა.

მნიშვნელობა არ აქვს, ჰყავთ თუ არა მათ გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჩვენ ამ მატჩში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.” – განაცხადა ბელერინმა.

ჰექტორმა ანხელ დი მარიაზეც ისაუბრა, რომელთანაც სწორედ მას მოუწევს პაექრობა:”ვიცით, რომ ის ძალიან სახიფათოა, კარგად თამაშობს მარცხენა ფეხით და მისგან თავის დაცვა ძალიან რთულია. მაგრამ, ტოპ დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ აქამდეც მითამაშია. სრულებით მზად ვარ.”

მსგავსი სიახლეები