ბელერინმა სოციალურ ქსელებში ტროლების წინააღმდეგ გაილაშქრა
ლონდონის “არსენალის” მცველი ჰექტორ ბელერინი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფეხბურთელია. ტვიტერსა და ინსტაგრამზე მას ხუთ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და ბუნებრივია, რომ ტროლები მასზეც ანხორციელებენ შეტევებს. ბოლო ასეთ შემთხვევას ბელერინი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ დღევანდელ სამყაროში ხალხი ასე იქცევა. ვფიქრობ, ყველამ რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა რომ გამოიჩინოს მსოფლიო გაცილებით უკეთესი ადგილი იქნება.
სოციალური მედია, შესაძლოა, ბრწყინვალე საშუალება იყოს ფანებთან კონტაქტის დასამყარებლად, თუმცა ადამიანზე ცუდი გავლენის მოხდენის გზასაც წარმოადგენს. უნდა ისწავლო ამ პრობლემებთან გამკლავება.
როდესაც შეურაცხყოფას გაყენებენ, გინდება, რომ უპასუხო. თუმცა შემდეგ აანალიზებ, რომ ერთი ცუდი პასუხის სანაცვლო 100 კარგ გზავნილს იღებ გულშემატკივრებისგან, რომელსაც აქამდე დიდ ყურადღებას არ აქცევდი,” – აცხადებს ბელერინი.