ბელგია – იტალია: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა
ბელგია – იტალია
შეხვედრის ადგილი: ლიონი; “სტად დე ლიონი”
შეხვედრის დრო: ორშაბათი, 13 ივნისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
დღეს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის E ჯგუფში ერთმანეთს ბელგიისა და იტალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ეს მატჩი ამ ჯგუფის და არა მარტო ამ ჯგუფის ცენტრალური მატჩია, რომელშიც ორი განსხვავებული სათამაშო სტილის გუნდი დაუპირისპირდება.
იტალიელები კარგა ხანია, რაც ასეთ დიდ ტურნირებზე წარმატებას ვერ აღწევენ, ამიტომაც ანტონიო კონტეს გუნდზე საკმაოდ დიდი ზეწოლაა. “აძურიმ” ევროპის ჩემპიონატის გახსნით ბოლო 3 მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგო. “ჩელსის” მომავალ ბოსს კი ამის გამოსწორების უფლება აქვს.
რაც შეეხება ბელგიის ნაკრებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მარკ უილმოტსის გუნდი ყველაზე ამბიციურია ამ ჩემპიონატზე, მატ საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ. თუმცა ბელგიელთა მთავარი პრობლემა შეთამაშების ნაკლებობაა. მოკლედ, ამ ჯგუფის გახსნით მატჩში საკმაოდ ბევრი რამ გადაწყდება.
ბელგიის ბოლო 5 მატჩი:
14.11.15 | ამხ. | ბელგია | ნორვეგია | 3:2 | |
26.03.16 | ამხ. | ბელგია | ფინეთი | 1:1 | |
29.03.16 | ამხ. | შვეიცარია | ბელგია | 1:2 | |
29.05.16 | ამხ. | პორტუგალია | ბელგია | 2:1 | |
04.06.16 | ამხ. | ბელგია | იტალია | 3:1 |
იტალიის ბოლო 5 მატჩი:
14.11.15 | ამხ. | იტალია | ფინეთი | 2:0 | |
26.03.16 | ამხ. | იტალია | შოტლანდია | 1:0 | |
29.03.16 | ამხ. | გერმანია | იტალია | 4:1 | |
29.05.16 | ამხ. | იტალია | ესპანეთი | 1:1 | |
04.06.16 | ამხ. | ბელგია | იტალია | 3:1 |
ურთიერთშეხვედრები (ბოლო 5 მატჩი)
13.11.15 – ამხანაგური მატჩი: ბელგია 3:1 იტალია
30.05.08 – ამხანაგური მატჩი: იტალია 3:1 ბელგია
14.06.00 – ევროპის ჩემპიონატი: იტალია 2:0 ბელგია
13.11.99 – ამხანაგური მატჩი: იტალია 1:3 ბელგია
18.06.80 – ევროპის ჩემპიონატი: იტალია 0:0 ბელგია
მარკ უილმოტსი: “მოგება თავდაჯერებულობას მოგვმატებს, წაგება კი ცოტათი აგვრევს. იტალია ყველაზე პრესტიჟული და ყველაზე რთული მეტოქეა, რომელთანაც შეიძლება ტურნირი დაგვეწყო. ტოპ ფორმაში დაგვჭირდება თამაში, თუ გვინდა რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. იტალიას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატი აქვს, საიდანაც გუნდი მუდმივად მარაგდება მაღალი დონის ფეხბურთელებით.
გულშემატკივრებს ჩვენი სჯერათ. როდესაც ისეთი ნაკრები ჰყავს, რომელსაც ჩვენნაირი შედეგები აქვს ბოლო ოთხ წელში, მაშინ ნორმალურია, რომ ხალხს შენი იმედი აქვს. მოედანზე 15 ან 18 ათასი გულშემატკივარი გაგვიმაგრებს ზურგს. ჩვენ ნაკრებს ძველი დიდება დავუბრუნეთ. ამ მატჩში მეთორმეტე ფეხბურთელი ნამდვილად დაგვჭირდება.”
ანტონიო კონტე: ” მოედანზე 46 მებრძოლი იქნება, 23 ჩვენი მხრიდან, 23 – მათი ბანაკიდან. როცა გრძნობ, რომ შენი ქვეყანა მხარს გიჭერს, მაშინ ბრძოლის სურვილი გიჩნდება. მებრძოლად ყოფნა ძალზედ მნიშვნელოვანია და ამასთნავე აუცილებელია, რომ შენი თავიც გამოიყენო და ცადო უკეთ თამაში.
ბელგიის შესახებ სათქმელი ცოტა მაქვს – ყველა ხედავს, თუ რა შეუძლიათ მათ – და სწორედ მათი შრომის დამსახურებაა, რომ ასეთი ნიჭიერი, ახალგაზრდა ფეხბურთელები იცავენ ქვეყნის ღირსებას. ვულოცავ მათ, რამეთუ ეს იმის მანიშნებელია, რომ ფეხბურთთან მიმართებაში სწორად მოქმედებენ. ისინი ყველგან ძლიერები არიან, შეტევაში, დაცვაში, ნახევარდავაში. უკან მათ საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე დაცვა ყავთ. ჩემთვის ბელგია კარგი გუნდია, ისევე როგორც აწყმოში, ასევე მომავალშიც.”
ბელგია:
– გახსნითი მატჩის წინ ტომას ვერმაელენის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც ნიშნავს იმას, რომ იორდან ლუკაკუმ შესაძლოა მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშოს, ვერტონგენთან ერთად, რომელიც ცენტრს გაამაგრებს.
– რომელუ ლუკაკუს სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს, მას ამ ადგილისთვის კრისტიან ბენტეკე, მიში ბატშუაი და დივოკ ორიჯი უწევენ კონკურენციას.
– მუსა დემბელე მატჩს სავარაუდოდ სკამიდან დაიწყებს. რაჯა ნაინგოლანი, ალექს ვიტსელი და მარუან ფელაინი კი ძირითადის ფეხბურთელები იქნებიან.
იტალია:
– ანტონიო კონტემ შესაძლოა ტიაგო მოტა და დანიელე დე როსი სასტარტო შემადგენლობაში დააყენონ, რათა მათთან ერთად ნახევარდაცვა უფრო სოლიდური გამოჩნდეს.
– მოსალოდნელია, რომ პელესა და ედერის ნაცვლად სასტარტოდან სიმონე ძაძამ დაიწყოს.
– “იუვენტუსის” ცნობილი დაცვითი ტრიო, BBC ასპარეზობას სასტარტოდან დაიწყებს, მათ უკან კი ჯანლუიჯი ბუფონი იმოქმედებს.
საინტერესო ფაქტები:
– ბელგია იტალიის ნაკრებზე პირველი გამარჯვების მოპოვებას აპირებს 1972 წლის მაისის შემდეგ (არ ითვლება ამხანაგურები)
– “წითელმა ეშმაკებმა” ტურინში გამართული უგოლო ფრის შემდეგ 1980 წელს ფინალური საგზური მოიპოვეს.
– იტალიელები და ბელგიელები ერთმანეთს 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზეც გადაეყარნენ, მაშინ “აძურიმ” ბელგია 2-0 დაამარცხა.
– ბელგიელთა თავკაცმა, მარკ ვილმოტსმა და იტალიელთა მწვრთნელმა, კონტემ იმ მატჩში მონაწილეობა მიიღეს.
– იტალიელებმა ევროპის ჩემპიონატის ბოლო სამი გახსნითი მატჩიდან ვერცერთი მათგანი ვერ მოიგეს.
ბელგიელთა სავარაუდო შემადგენლობა: კურტუა; ალდერვეირელდი, დენაიერი, ვერმაელენი, ვერტონგენი; ვიტსელი, ნაინგოლანი; მერტენსი, დე ბრუინი, აზარი; ლუკაკუ.
იტალიელთა სავარაუდო შემადგენლობა: ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; კანდრევა, პაროლო, დე როსი, ჯაკერინი, დარმიანი ; იმობილე, ძაძა.
Fanebi.Com-ის პროგნოზი:
ბელგია 1-0 იტალია