ბელგია – ქართველი ტალანტების სასაკლაო

თარიღი: აგვისტო 18, 2022

5 გამორჩეული ახალგაზრდა ქართველი ტალანტი კარიერული ტრამპლინისთვის საფეხბურთო აგენტების ხელშეწყობით ბელგიის უმაღლეს ლიგაში წავიდნენ და ბელგიაში აირჩიეს 2 გუნდი – “გენტი” ან “გენკი”.

გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია და გიორგი ბერიძე “გენტში” გადავიდნენ, თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია კი “გენკში”.

გიორგი ჩაკვეტაძემ 2020 წელს 365 დღიდან 170 დღეზე მეტი ტრავმის გამო გამოტოვა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი ტრავმიანობისა დაგვიანებული ოპერაცია იყო. გაუგებარი მიზეზის გამო ჯერ “გენტი” საერთოდ მალავდა ფეხბურთელის ტრავმის ამბავს, შემდეგ კონსერვატიული მეთოდებით ცდილობდნენ მის გამოჯანმრთელებას და ორჯერ მოედანზე გასვლის ნება ისე დართეს, ტრავმის გართულებაზე პრაქტიკულად არც უფიქრიათ. გიორგის ტრავმა გაურთულდა და ოპერაცია მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გაუკეთდა. შემდეგ ჩაკვე “ჰამბურგში” გაანათხოვრეს, ახლა კი “სლოვანში”.

გიორგი ქვილითაია 2018 წელს “გენტს” ვენის “რაპიდიდან” შეუერთდა, სადაც 55 მატჩში 17 გოლი ჰქონდა შეგდებული და საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ქვილითაიამ “გენტშიც” გამოიჩინა რამდენჯერმე თავი, მაგრამ მას პირველი სეზონის შემდეგ აღარ ენდობოდნენ. კლუბმა ახალი თავდამსხმელები დაიმატა და ქვილი ნაკრებში ხშირად უთამაშებელი ჩამოდიოდა. უამრავი მოთხოვნის მიუხედავად, გიორგის თხოვნა იჯარით გაშვების თაობაზე 1 წლის განმავლობაში არ დაუკმაყოფილეს და სათადარიგო სკამზე გაატარებინეს დრო ან სრულად, განაცხადს მიღმა.

ქვილი დღეს “აპოელის” ვიცე-კაპიტანია

გიორგი ბერიძე “გენტში” 2015 წელს მივიდა, მაგრამ გუნდში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. განათხოვრებული იყო “ტრენჩინში” (30 მატჩში – 9 გოლი) და უიპეშტში (27 მატჩი – 4 გოლი),  ბერიძის ეს შედეგი საკმაოდ ნორმალური მოჩანს, იმ დროს, როდესაც მორიგი იჯარის დასრულების შემდეგ ბერიძემ შეკრებაზე, სპარინგ მატჩების დროს ყველაზე მეტი გოლი შეაგდო, ყველა მის დარჩენას ელოდებოდა. “გენტმა” მას უარი უთხრა და  “ლოკერენში” გაუშვა, სადაც 19 მატჩში 6 გოლით გამოიჩინა თავი.

ბერიძემ უნგრეთში ბუდუ ზივზივაძესთან ერთად ძალიან მაგარი დუეტი შექმნა და ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელი იყო.

თორნიკე ოქრიაშვილი დონეცკის “შახტარიდან” 2014 წელს “გენკში” აღმოჩნდა. თორნიკეს საკმაოდ რთული ხასიათი აქვს, ერთხელ ვარჯიშის შემდეგ კაპევერდელ თანაგუნდელთან იჩხუბა, დაარღვია მანქანით მოძრაობის წესებიც, თუმცა მაშინ, როცა 2 წლის შვილი ავად გაუხდა, სასწრაფოდ თბილისში გამოემართა ბელგიური გუნდისთვის ამის შეტყობინების გარეშე. ბელგიელები ამ თემაზე განსაკუთრებულად გაბრაზდნენ და დაბრუნებისას, საზღვარზე შექმნილი პრობლემის გამო, როდესაც ოქრის 12 საათიანი ლოდინი მოუწია, “გენკს” პრაქტიკულად მისთვის დახმარება არ აღმოუჩენია.

ლუკა ზარანდია 2020 წელს ბელგიურ “ზულტ ვარეგემში” ისე აღმოჩნდა, მანამდე ბელგიაში, ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა არც მიუღია. არადა, 2014 წელს ზარანდია “გენკმა” დაიმატა, ტრავმების გარდა, “გენკის” ხელმძღვანელობამ არავითარი ნდობა არ გამოუცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელს და ბოლოს ისევ “ლოკომოტივში” დაბრუნება მოუწია.

ზარანდიას “გენკის” შემდეგ “არკაში” საუკეთესო სეზონები ჰქონდა.

საერთოდ, ბელგია ქართველებისთვის სასურველი ჩემპიონატი ნამდვილად არაა და ეს ლევან შენგელიას “ლოვენში” წასვლამაც დაადასტურა. 2021 წლიდან მოყოლებული ლევანს სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ ჰქონდა და საბერძნეთში წასვლა არჩია.

აღსანიშნავია ზურიკო დავითაშვილის მამის, სულიკო დავითაშვილის განცხადება “საგოლე გადაცემაში”, სადაც დავითაშვილმა გაიხსენა, რომ “გენტთან” 2 წლის წლის წინ კონტრაქტი გააფორმეს, თუმცა კლუბი ყველანაირად ცდილობდა დრო გაეწელა და ფეხბურთელს პრობლემები შექმნოდა.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რუი სერიოზულად დაფიქრდა – 15 მილიონი

იტალიური მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს “ალ-ნასრი” “ნაპოლის” მარცხენა მცველის, მარიო რუის დამატებით არის დაინტერესებული. რუის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოჯი: “ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ ერთი რამე შეუძლია”

“იუვენტუსის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, თუმცა უარყოფითად. “კვარაცხელია უდავოდ ნიჭიერია, მაგრამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯერ მარუშიჩი, ახლა იმრანი – “დინამოს” მორიგი ლიდერი გაექცა

1 წლის წინ სერბმა თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა ეროვნულ ლიგას დასცინა, “დინამოც” უნებართვოდ დატოვა, როცა კონტრაქტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” კვარას სანაცვლოდ 100 მილიონს იხდის

Gazzeta Dello Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” მზად არის “ნაპოლის” ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ხვიჩას ფული არ აინტერესებს, მხოლოდ თამაში უნდა”

იტალიურ პრესაში კვლავ აქტიურად განიხილავენ “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას დამოკიდებულებას ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ. ჯერ [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური მედია: გარსიამ ხვიჩას აჩვენა, თუ ვინ არის ბოსი

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ “ბრაგას” წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან 66-ე წუთზე გაიყვანა, მიუხედავად იმი...
წაკითხვა
ფეხბურთი

საბოლოოდ – რა ხდება კვარას კონტრაქტზე?

უკვე რამდენიმე თვეზე მეტია იწერება, რომ ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლისთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს და 1.2 მილიონი ევროდან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად არის ნეიმარი? თომა ტაბატაძემ “ალ ჰილალს” გაუტანა (ვიდეო)

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ნეიმარის “ალ ჰილალი” თომა ტაბატაძის “ნავბაჰორს” ეთამაშება. ნეიმარის მხარდამხარ მიტროვიჩი და მალკომიც [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური მედია: ცნობილია მიზეზი, თუ რატომ “აღარ” თამაშობენ კვარა და ოსიმენი

იტალიური მედია აქტიურად განიხილავს “ნაპოლის” წარუმატებლად დაწყებულ სეზონს და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ახალ მწვრთნელს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთათელაძე რუსეთში დაბრუნდა და გაგნიძის “დინამოს” ქუსლით გაუტანა (ვიდეო)

ნიკოლოზ ქუთათელაძე “როდეზიდან” რუსულ “პარიში” დაბრუნდა, სადაც 82-ე წუთზე მოედანზე შევიდა და 88-ე წუთზე ქუსლით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან სალუქვაძე: “ჩაკვეტაძის მამამ “ბაიერნში” გადასვლაზე უარი თქვა”

სპორტულმა კომენტატორმა, თბილისის “დინამოს” პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ლევან სალუქვაძემ “სარბიელის” გადაცემაში გიორგი ჩაკვე...
წაკითხვა
ფეხბურთი

მერაბ მეტრეველი: “ვის უნდა ისეთი მწვრთნელი, რომელიც გუნდს ავალებს 2-ზე მეტი გოლი არ

ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრებზე დაწერა. “მეტრეველი: “სანიოლი სასწრაფოდ გასაშვებია და კობიაშვილი – ...
წაკითხვა
ფეხბურთი

შარაშენიძე: “ფეხბურთში რამდენი თამაში უნდა წავაგოთ სამარცხვინოდ, რომ რეალობა გავიაზრ

ლექტორმა თორნიკე შარაშენიძემ, რომელიც ფეხბურთზე საკმაოდ ხშირად წერს ხოლმე, ნორვეგია-საქართველოს მატჩი შეაფასა. “ჩემი დაკვირვებით უკვე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ნორვეგიასთან

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს 22:45 წუთზე ნორვეგიას დაუპირისპირდება. ვილი სანიოლისგან ბევრ ცვლილებას უნდა ველოდოთ და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვილი სანიოლი: “ჩემთვის ესპანეთთან მომხდარი არ იყო შემთხვევითობა”

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან მატჩამდე პრესკონფერენცია გაიმართა. ვილი სანიოლი: „ესპანეთთან თამაშზე საუბარი [&he...
წაკითხვა