ბელგიამ დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა
მუნდიალის 1/8 ფინალები ბელგიასა და აშშ-ს შორის გამართული დაძაბული მატჩით დასრულდა.
ბელგიელება პირველივე წუთიდან სახიფათოდ შეუტის. გოლის გატანის შანსი დივოკ ორიჯის ჰქონდა, თუმცა მას ჰოვარდმა აჯობა.
ბელგიეა პირველი წუთით არ შემოიფარგლა და მოედანზე დომინირება განაგრძო. მოგვიანებით კლინსმანის შეგირდებმა თამაშის გათანაბრება კი შესძლეს, მაგრამ შეტევაში კრეატიულობა აკლდათ.
საინტერესო მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა. ბელგიელების უპირატესობა თვალსაჩინო გახდა. აზარი და კომპანია საკმაოდ მწვავედ უტევდნენ, მაგრამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე, ამერიკელთა კიპერი ბენ ჰოვარი შეუდარებელი იყო. მეკარემ გატანის საშუალება ვერტონგეგნს, მირალიასს, ორიგის, კომპანის და აზარს არ მისცა.
შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, რომლის მთავარი მოქმედი პირი რომელუ ლუკაკუ გახდა. შეცვალზე შემოსულმა შეხვედრის განახლებიდან ზუსტად სამ წუთში დე ბრეინეს გაატანინა. შემდეგ კი თავად გახდა გოლის ავტორი.
მიუხედავად ექსტრატაიმის ასეთი სტარტისა ამერიკელები არ დანებდნენ. მეოთხე ტაიმის დასაწყისში ბრედლის გადაცემით გრინმა შესძლო ეფექტური გოლის გატანა და მატჩში ინრიგის დაბრუნება. ამერიკელებმა კიდევ შეუტის და აქ უკვე თავი ტიბო კურტუამ წარმოაჩინა. ბელგიელებმა 1/4 ფინალში გასვლა მოახერხეს.
გოლები: დე ბრეინა 93′ (1:0); ლუკაკუ 105′ (2:0); გრინი 107′ (2:1);