ბელგიის ნაკრებმა ტუნისი გაანადგურა (ვიდეო)

თარიღი: ივნისი 23, 2018

23 ივნისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე G ჯგუფის მეორე ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ბელგიისა და ტუნისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრაში ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა, ედენ აზარმა თავისივე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. ათ წუთში ლუკაკუმ საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა, რასაც ორ წუთში ტუნისელებმა ერთი გოლით უპასუხეს – ბრონმა სხვაობა ერთამდე შეამცირა. პირველი ტაიმის დამატებით წუთებში ლუკაკუმ დუბლი გაიფორმა. პირველი ნახევარი ბელგიელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

მეორე ნახევრის დაწყებიდან ექვს წუთში ტუნისელთა კარი ისევ ედენ აზარმა აიღო. მეორე ტაიმის დამატებით წუთებში ბელგიელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს – ბაჩუაიმ მეტოქის კარი დალაშქრა და საბოლოო ანგარიში (5:1) დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები