ბელოტიმ, შესაძლოა, “ატლეტიკოში” ანტუან გრიზმანი შეცვალოს
მიმდინარე სეზონი დიდი ალბათობით ბოლო იქნება ანტუან გრიზმანისთვის “ატლეტიკოში”. შესაბამისად, მადრიდელები უკვე ეძებენ ფრანგი თავდასმხმელის შემცვლელს.
იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, “როხიბლანკოს” ხელმძღვანელებმა არჩევანი “ტორინოს” 24 წლის შემტევზე, ანდრეა ბელოტიზე შეაჩერეს. ბელოტის კონტრაქტში მის გამოსასყიდ თანხად 100 მილიონია მითითებული, რის დაფარვასაც მადრიდელები გრიზმანის ტრანსფერიდან შემოსული თანხით აპირებენ.
როგორც იცით, ანტუან გრიზმანის გადაბირებას ორი ევროპული გრანდი, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბარსელონა” ცდილობს. გარდა ამისა, თავად ანტუანიც აღიარებს, რომ ახალი გამოწვევების საჭიროებას გრძნობს. შესაბამისად, მის ტრანსფერს წინ ვეღარაფერი დაუდგება.
მიმდინარე სეზონში ბელოტიმ 15 მატჩი ჩაატარა სერია ა-ს ეგიდით, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა ორი საგოლე გადაცემა. გრიზმანის ანგარიშზე კი იგივე ოდენობის მატჩში გატანილი 5 გოლი და გაკეთებული 4 საგოლე პასია.