ბენ არფა ინგლისს ტოვებს
ჰატემ ბენ არფა, რომელიც იჯარის წესით “ჰალ სიტის” ღირსებას იცავს, ამჟამად საფრანგეთში იმყოფება, სადაც ფიტნეს-მწვრთნელთან ერთად მუშაობს და ახალ გუნდს ეძებს.
ფეხბურთელმა “ვეფხვების” შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა და ამიტომ იმედოვნებს, რომ კლუბი იჯარას არ გაახანგრძივებს. ამ შემთხვევაში ბენ არფა უკვე “ნიუკასლს” დაელაპარაკება საკუთარ მომავალზე.
ჰატემს პრემიერ ლიგაში თამაში აღარ სურს და წინადადებებს გერმანიიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან განიხილავს. მიმდინარე სეზონში 27 წლის მოთამაშემ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.