ბენ არფა “ნიცაში” გადავიდა

თარიღი: იანვარი 6, 2015

“ნიუკასლ იუნაიტედის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ჰატემ ბენ არფა ფრანგულ “ნიცაში” გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველი ნახევარი ფრანგმა ფეხბურთელმა იჯარის წესით “ჰალ სიტიში” გაატარა, თუმცა კლუბის მთავარ მწვრთნელთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ბენ არფამ “ნიუკასლთან” კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და შესაბამისად, “ნიცამ” 27 წლის ფეხბურთელი სრულიად უსასყიდლოდ დაიმატა.

“ნიცა” მშვენიერი გუნდია. კარგია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში დავბრუნდი. გუნდის მთავარ მწვრთნელს უკვე შევხვდი. მომწონს ფეხბურთისადმი მისი შეხედულება. თავკაცთან საუბარი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ამ დროს მადრიდის “რეალისგან” წინადადება რომ მიმეღო, მე მაინც “ნიცაში” წამოვიდოდი”, – ციტირებს ბენ არფას სიტყვებს “ლე ფიგარო”.

ჰატემ ბენ არფა “ნიცაში” 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ცნობისთვის, “ნიცას” საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიცია უკავია.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რონალდუს დედა: “ჩემი შვილიშვილი ჯერ კიდევ მაშინ იყო მესიზე მაღალი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს დედამ დოლორეშ ავეირუმ 2017 წლის “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიაზე განვი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხამეს როდრიგესი ყატარში მიდის

ლივერპულის “ევერტონის” ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი კარიერას ყატარში გააგრძელებს. 30 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი “ალ-რაიანის” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბაიერნმა” “ჩელსის” რიუდიგერის თაობაზე მიმართა

გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ მიუნხენის “ბაიერნი” ლონდონის “ჩელსის” მცველ ანტონიო რიუდიგერით დაინტერესდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

2021 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მსოფლიოში

ამერიკელმა ბიზნეს ჟურნალმა “ფორბსმა” 2021 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები დაასახელა. ათეულში მოხვდნენ ის მოთამაშეები, რომლებმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პარი სენ-ჟერმენი” ზინედინ ზიდანის კანდიდატურას განიხილავს

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები სერიოზულად განიხილავენ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნის ვარიანტს. ინფორმაციას...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკოს ალონსო: “მუხლმოდრეკის ჟესტმა გავლენა დაკარგა”

ლონდონის “ჩელსის” მცველმა მარკოს ალონსომ მოედანზე ანტირასისტული მუხლმოდრეკის ჟესტის ჩვენება შეწყვიტა და საზოგადოებისთვის ეს გადაწყვეტილება...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტურაგენტმა რონალდუს საბანკო ბარათიდან თანხა უკანონოდ ჩამოაჭრა

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ თაღლითობის მსხვერპლი გახდა. ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, რომ ტურაგენ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოჩეტინომ ახსნა, თუ რატომ შეცვალა მესი

19 სექტემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ლიონი” მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესის რეაქცია, როცა ის პოჩეტინომ შეცვალა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Messi didn’t shake hands with Pochettino pic.twitter.com/od8JkMfH0X — Drizzy (@messiprimes) September 19, 2021...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” სამი ვარსკვლავის ტრანსფერს გეგმავს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას გეგმავენ. Mundo Deportivo-ს ცნობით, კლუბი სამ [...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპე ხელფასის სახით მესისა და ნეიმარზე თითქმის სამჯერ ნაკლებს იღებს

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი შემტევი ტრიოს ხელფასებთან დაკავშირებით ავრცელებს ინფორმაციას. ნეიმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზამთარში სტერლინგს “ბარსელონაში” ელიან

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველის, რაჰიმ სტერლინგის, ტრანს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერდინანდი: “მე რომ მწვრთნელი ვყოფილიყავი, რონალდუს ვეტყოდი, რომ დამჯდარიყო”

BT Sports-ის მიმომხილველმა, რიო ფერდინანდმა კრიშიანო რონალდუს შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ის “იანგ […]...
წაკითხვა