ბენ არფა “პარი სენ-ჟერმენისგან” კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვს
ჰატემ ბენ არფა, რომელიც ფრანგულმა “პარი სენ-ჟერმენმა” ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე შეკრებაზე არ წაიყვანა, კლუბისგან კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვს.
Goal-ის ცნობით, შემტევი ფეხბურთელის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ “პსჟ”-ს დირექტორებს და ბენ არფას ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვეს.
როგორც ცნობილი ხდება, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ბენ არფას გადაბირების სურვილი მხოლოდ ერთმა კლუბმა, “ფენერბაჰჩემ” გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ ბენ არფა შვებულებიდან საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი დაბრუნდა და პარიზელთა მიერ გამართულ პირველ ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მწვრთნელმა ის მაინც განაცხადს მიღმა დატოვა.