ბენ არფა: “მოურინიო და სიმეონე ფეხბურთს კლავენ”
“პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდმა, ჰატემ ბენ არფამ დიეგო სიმეონესა და ჟოზე მოურინიოს სათამაშო სტილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი დაცვითი სისტემა “ფეხბურთს კლავს”.
“ბევრი მწვრთნელი იყენებს ასეთ სტილს და ამას იმით ამართლებენ, რომ ეს სისტემა მეტოქეს ბლოკავს, მოქმედების საშუალებას არ აძლევს. მათ შორის არიან მოურინიო და სიმეონე, ისინი ფეხბურთს კლავენ. ამ თამაშის არსი ეს ნამდვილად არ არის.
ეს საპირისპიროა იმ თეორიისა, რაც კრუიფმა შემოგვთავაზა. ის თავისუფლების მომხრე იყო. მათი სტილი კი სიამოვნების მიღების საშუალებას უბრალოდ არ იძლევა.
სპექტაკლები აღარ იდგმება, ფეხბურთი ინტერესს კარგავს. საფეხბურთო მატჩების ყურებით სიამოვნებას ვეღარ ვიღებ. ლიგა 1-შიც კი, ჩვენ ვკლავთ ფეხბურთს,” – აცხადებს ბენ არფა.
“კრიშტიანუ რონალდუ? მისი თამაშის ყურება ჩემში არანაირ ემოციას არ აღძრავს. ის ზედმეტად პროგნოზირებადია,” – დაამატა მან.