ბენ არფა შესაძლოა, კლოდ პუელის გზას გაჰყვეს
ჰატემ ბენ არფა, რომელიც ამ დროისთვის ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში ირიცხება, შესაძლოა, კლოდ პუელის გზას გაჰყვეს, რომელიც ორი დრის წინ “ლესტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. ამ ინფორმაციას RMC ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ კლოდ პუელის “ნიცაში” მოღვაწეობის პერიოდში ბენ არფა მისი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახლდათ. ფრანგ სპეციალისტს კი ახლაც იმის იმედი აქვს, რომ 30 წლის ნახევარმცველი მის დახმარებას შეძლებს.
ბუნებრივია, ინგლისში დაბრუნების იდეა ბენ არფასაც მოსწონს, რომელსაც ბრიტანეთში თამაშის გამოცდილება ისედაც აქვს – ის ადრე “ნიუკასლისა” და “ჰალ სიტის” რიგებში გამოდიოდა. კლოდ პუელთან თანამშრომლობის აღდგენა კი მას თავისი ძველი პოზიციის დაბრუნების უფლებას მისცემს.
გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში ბენ არფას “პსჟ”-ს მონაწილეობით გამართულ არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.