ბენატია: „რომა“ „მანჩესტერ სიტიზე“ უფრო ძლიერია“

თარიღი: დეკემბერი 2, 2014

„ბაიერნის“ მცველის მეხდი ბენატიას აზრით, მის გუნდ „რომას“ „მანჩესტერ სიტისთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში წარმატების მიღწევა შეუძლია.

„რომა“ „მანჩესტერ სიტიზე“ ძლიერია. თუ „ჯალოროსი“ „სიტისთან“ ისე ითამაშებს, როგორც კვირას „ინტერთან“ ითამაშა, მაშინ პლეი-ოფში თავისუფლად გავა.

რაც შეეხება სკუდეტოს, „იუვე“ და „რომა“ მისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. ერთი გუნდი, იმიტომ, რომ იტალიაში საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს, ხოლო მეორე, იმიტომ, რომ „იუვენტუსია“, – განაცხადა ბენატიამ.

მსგავსი სიახლეები