ბენატია: “რონალდუ ნორმალური ადამიანი არ არის”
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა მცველმა მეჰდი ბენატიამ კრიშტიანო რონალდუს შესახებ ისაუბრა.
ბენატია რონალდუს თანაგუნდელი ნახევარი სეზონის განმავლობაში იყო, იქამდე, სანამ ეგვიპტელი ყატარულ “ალ-დუჰაილში” გადაბარგდებოდა.
“ატალანტასთან” მატჩში ორივე სათადარიგოთა შემადგენლობაში ვიყავით, რადგან სამი დღის შემდეგ მორიგი მატჩის ჩატარება გვიწევდა და მწვრთნელს როტაცია სურდა. როცა ავტობუსით ბერგამოდან ტურინში ვბრუნდებოდით, რონალდუმ მესიჯი გამომიგზავნა: “ახლა რის გაკეთებას აპირებ?” მე ვუპასუხე: “ახლა 11 საათია. სახლში მივდივარ. რატომ მეკითხები?”
რონალდუმ ისევ მომწერა: “არ გინდა დარბაზში ვივარჯიშოთ? დღეს არ დავტვირთულვარ, ამიტომაც ვარჯიში მჭირდება. ჩემთან ერთად არ წამოხვალ?” მე კი ისევ ვუპასუხე: “მხოლოდ ის მინდა, რომ სახლში მივიდე და ტელევიზორს ვუყურო.”
როცა ჩვენ ჩვეულებრივად გვაცვია, ის შორტებ იცვამს, მუსიკას უსმენს და დარბაზში სავარჯიშოდ მიდის. ამიტომაც ვამბობ, რომ ის ნორმალური ადამიანი არ არის. მასთან უშუალო ურთიერთობის შემდეგ, მის მიმართ უფრო მეტი პატივისცემა გამიჩნდა. მან მთელი თავისი ცხოვრება ფეხბურთს მიუძღვნა”, – უთხრა ბენატიამ RMC Sport-ს.