ბენდერი 2015 წელს ვეღარ ითამაშებს

თარიღი: ნოემბერი 28, 2015

26 წლის ფეხბურთელი ტრავმირებულია.

როგორც ცნობილია, ლარს ბენდერს დაზიანება ტერფის არეში აღენიშნება, რის გამოც 2015 წელს მოედანზე გასვლას ვეღარ შეძლებს.

“სამშაბათს ბენდერი ოპერაციას ჩაიტარებს. ნახევარმცველი გუნდს მომდევნო წლის დასაწყისში დაუბრუნდება”, – განაცხადა ლევერკუზენის “ბაიერის” მთავარმა მწვრთნელმა, როჯერ შმიდტმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ბენდერის ანგარიშზე “ბაიერის” მაისურით ჩატარებული 12 მატჩია. თავის გამოჩენა მან ერთი საგოლე გადაცემით მოახერხა.

მსგავსი სიახლეები