ბენიტესი: „ის გუნდი მოიგებს, რომელსაც უკეთესი ხასიათი ექნება“
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა „ატლეტიკოსთან“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
„ბეილსა და რამოსს ვესაუბრე, მათ თამაში სურთ, თუმცა გადაწვყვეტილებას სამედიცინო შემოწმების შემდგომ მივიღებთ.
ამ თამაშის წინ მოგებაზე ვფიქრობ. „ატლეტიკო“ ჩინებული გუნდია, მას კარგად ორგანიზებული დაცვა ჰყავს.
მატჩს ის გუნდი მოიგებს, რომელიც უკეთეს ხასიათს გამოავლენს“, – განაცხადა ბენიტესმა.