ბენიტესმა კასილიასის წასვლის შესახებ ისაუბრა
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა მეკარე იკერ კასილიასის „პორტუში“ გადასვლის შესახებ ისაუბრა.
„იკერი მადრიდის „რეალის“ ცოცხალი ლეგენდაა, კლუბის ისტორიაში ის საუკეთესო გოლკიპერია. თუმცა მან წასვლა გადაწყვიტა. როგორც მწვრთნელი, მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, „რეალის“ გულშემატკვიართა გულებში ის სამუდამოდ დარჩება. იმედია, „პორტუში“ ის თავს გამოიჩენს“, – განაცხადა ფეხბურთს ესპანელმა სპეციალისტმა.
იხილეთ ასევე: რა ნომრით ითამაშებს „პორტუში“ იკერ კასილიასი?