ბენიტესმა პერესს ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
მადრიდის “რეალის” ახალი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი თვლის, რომ კარს მომდგარი სეზონის დაწყებამდე გუნდს გაძლიერება სჭირდება.
ესპანური პრესის ცნობით, ესპანელმა თავკაცმა “სამეფო კლუბის” პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს, ნახევარმვცველის და მარჯვენაფლანგელის შეძენა სთხოვა. ბენიტესი ჯერ სატრანსფერო ბაზრის შესწავლას და საბოლოო არჩევანის გაკეთებას მხოლოდ ამის შემდეგ აპირებს.
შეგახენებთ, რომ ბურუსითაა მოცული სერხიო რამოსის საკითხიც, რომელთანაც მადრიდელები ახალი კონტარქტის გაფორმებას ვერ ახერხებენ.