ბენიტესს გაშვება ემუქრება?
ესპანელი სპეციალისტი “სამეფო კლუბის” ნდობას კარგავს.
ესპანურ გაზეთ Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რაფაელ ბენიტესის გათავისუფლება გადაწყვიტა.
როგორც ცნობილია, ეს შეიძლება, მომავალი კვირის ბოლოს ან მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მოხდეს. მადრიდელები ბენიტესის მუშაობით კმაყოფილები არ არიან.
შეგახსენებთ, “რეალის” გულშემატკივრები “ელ კლასიკოში” განადგურების შემდეგ ბენიტესის გაშვებას ითხოვენ.