ბენიტესს ზიდანი შეცვლის?

თარიღი: ნოემბერი 20, 2015

ესპანურ მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პრიმერა დივიზიონის მე-12 ტურში “ბარსელონას” წინააღმდეგ მარცხის შემთხვევაში, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, შესაძლოა, რაფაელ ბენიტესი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

ნავარაუდევია, რომ ესპანელი სპეციალისტის შემცვლელი ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი იქნება, რომელიც ამჟამად “რეალის” ახალგაზრდულ გუნდს, “კასტილიას” თავკაცობს.

შეგახსენებთ, ლა ლიგის 11 ტურის შემდეგ “სამეფო კლუბი” ცხრილში მეორე ადგილს 24 ქულით იკავებს.

მსგავსი სიახლეები